ავტორიზაცია

ჰარი კეინმა ტოტენჰემიდან შესაძლო წასვლაზე ისაუბრა

ჰარი კეინმა ტოტენჰემიდან შესაძლო წასვლაზე ისაუბრა
თარიღი 20 Jun 2021, 12:22

„ტოტენჰემის“ ლიდერმა, ჰარი კეინმა, გუნდიდან შესაძლო წასვლაზე ისაუბრა.

ბრიტანული პრესის ინფორმაციით, 27 წლის ფეხბურთელით „ჩელსი“, „მანჩესტერ იუნაიტედი“ და „მანჩესტერ სიტი“ ინტერესდებიან.

„ყურადღებას მიფანტავს თუ არა ჭორები? აბსოლუტურად არა. მთელი ჩემი ყურადღება ინგლისის ნაკრებზეა გამახვილებული. მხოლოდ იმაზე ვფიქრობ, როგორ შეიძლება ევრო 2020-ზე წარმატებას მივაღწიოთ.

ვიცი, რომ პრესაში სხვადასხვა ინფორმაცია აქტიურად ვრცელდება, მაგრამ მე მთლიანად აქ მუშაობაზე ვარ ორიენტირებული.“ - ციტირებს კეინის სიტყვებს The Guardian.

კეინი „ტოტენჰემის“ აღზრდილია და „დეზების“ შემადგენლობაში დებიუტი 2011 წელს ჰქონდა. მისი კონტრაქტი 2024 წლის 30 ივნისამდეა ძალაში, თუმცა მან გუნდის დატოვებისა და ჩემპიონთა ლიგაზე ასპარეზობის სურვილი ღიად გამოთქვა.

ყველაზე აქტიურად, პრესა კეინს „მანჩესტერ სიტის“ უკავშირებს.