ავტორიზაცია

ლაპორტა: "ბარსელონაში ყველაფერი იმაზე გაცილებით უარესადაა, ვიდრე მეგონა"

ლაპორტა: "ბარსელონაში ყველაფერი იმაზე გაცილებით უარესადაა, ვიდრე მეგონა"
თარიღი 20 ივნ 2021, 14:05

„ბარსელონას“ პრეზიდენტმა, ჟოან ლაპორტამ, გუნდის სტაბილურობაზე ისაუბრა და ხოსეპ ბართომეუს მმართველობის შემდეგ, გუნდის მდგომარეობაც შეაფასა.

„ფინანსურად, კლუბი იმაზე გაცილებით ცუდ მდგომარეობაში იმყოფება, ვიდრე წარმომედგინა, მიუხედავად იმისა, რომ პრობლემების შესახებ აქამდეც ვიცოდი. ყველაფერი იქნება გასაჯაროვებული, იმიტომ რომ წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენც მონაწილეები ვიქნებოდით.

კონტრაქტებში გარკვეული დეტალები ყოველთვის ჩნდება. როცა ვამბობ, რომ კლუბი იმაზე უარესადაა, ვიდრე მეგონა, ვგულისხმობ იმას, რომ არის გარკვეული კონტრაქტები, რომელიც გუნდს ქვემოთ მიაქანებს.“ - ციტირებს ლაპორტას სიტყვებს Sport.es.

გასულ სეზონში „ბარსელონამ“ ლა ლიგაში მე-3 ადგილი დაიკავა, ჩემპიონთა ლიგაზე 1/8-ფინალიდან გამოვარდა, კოპა დელ რეი კი მოიგო.