ავტორიზაცია

ფონსეკას და გატუზოს ვარიანტების ჩავარდნის შემდეგ, ტოტენჰემში დანიშვნის მთავარი ფავორიტი გამოიკვეთა

ფონსეკას და გატუზოს ვარიანტების ჩავარდნის შემდეგ, ტოტენჰემში დანიშვნის მთავარი ფავორიტი გამოიკვეთა
თარიღი 20 ივნ 2021, 14:48

„ვულვერჰემპტონის“ ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, ნუნო ეშპირიტუ სანტუმ შესაძლოა „ტოტენჰემი“ ჩაიბაროს.

Daily Mail-ის ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც პაულო ფონსეკას ვარიანტი ჩავარდა და ხელმძღვანელობამ ჯენარო გატუზოს იდეაზეც უარი თქვა, ფავორიტებს შორის სწორედ ეშპირიტუ სანტუ გამოიკვეთა. 

47 წლის პორტუგალიელი სპეციალისტი „ვულვზს“ 2017-2021 წლებში ედგა სათავეში, იქამდე კი ის „პორტუში“, „ვალენსიაში“ და „რიუ ავეში“ მ უშაობდა.

სანტუსთან ერთად, „მგლები“ პირველივე სეზონში ავიდნენ ჩემპიონშიპიდან პრემიერ ლიგაში, სადაც ადგილი სათანადოდ დაიმკვიდრეს. გასულ სათამაშო წელს, „ვულვზმა“ მე-13 ადგილი დაიკავა.

აპრილში, „ტოტენჰემმა“ მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან ჟოზე მოურინიო გაათავისუფლა და სეზონი 29 წლის რაიან მეისონთან ერთად ჩაამთავრა. შემდეგ, გუნდმა ჯერ ანტონიო კონტესთან სცადა მოლაპარაკებების გამართვა, შემდეგ პაულო ფონსეკასთან, რომელიც დანიშვნასთან ახლოსაც იყო. საბოლოოდ, ორივე ერთი შედეგით დასრულდა და მოლაპარაკებები ჩაიშალა.