ავტორიზაცია

ბარსელონამ გერმანიის ნაკრების ერთ-ერთ აღმოჩენას დაადგა თვალი

ბარსელონამ გერმანიის ნაკრების ერთ-ერთ აღმოჩენას დაადგა თვალი
თარიღი 20 ივნ 2021, 18:40

„ატალანტას“ გერმანელმა ფეხბურთელმა, რობინ გოსენსმა, „ბარსელონას“ ყურადღება მიიქცია.

ჟურნალისტ ფლორიან პლეტენბერგის ინფორმაციით, კატალონიელები ფეხბურთელის აგენტს დაუკავშირდნენ. თავის მხრივ, „ატალანტას“ გერმანელის სანაცვლოდ მინიმუმ 35 მილიონი ევროს მიღება სურს.

აღინიშნება, რომ რამდენიმე კვირის წინ, ბერგამოელებმა გოსენსთან კონტრაქტი ავტომატურად 2023 წლამდე გაახანგრძლივეს და ხელშეკრულებაში მისი გამოსასყიდი თანხა გაწერილი არ არის.

ამრიგად, გოსენსის ნებისმიერ მსურველ გუნდს „ატალანტასთან“ მოუწევს მოლაპარაკებების წარმოება.

გასულ სეზონში გოსენსმა სერია ა-ს 32 მატჩში 11 გოლი გაიტანა. გუშინ, მან პორტუგალიის ნაკრების წინააღმდეგ საუცხოო შთაბეჭდილება დატოვა და ხალხი აალაპარაკა.