ავტორიზაცია

"2017 წელს, რომაში გადასვლისთვის მზად არ ვიყავი", - ევრო 2020-ის მთავარი აღმოჩენა

"2017 წელს, რომაში გადასვლისთვის მზად არ ვიყავი", - ევრო 2020-ის მთავარი აღმოჩენა
თარიღი 20 ივნ 2021, 19:11

ჩეხეთის ნაკრებისა და "ლევერკუზენის" თავდამსხმელმა, პატრიკ შიკმა აღიარა, რომ 4 წლის წინ "რომაში" გადასვლისთვის მზად არ იყო.

25 წლის ფეხბურთელი "სამპდორიადან" "რომაში" 2017 წელს 42 მილიონ ევროდ გადავიდა, თუმცა ახალ გუნდში თავის გამოჩენა ვერ მოახერხა, რის გამოც "ლაიფციგში" გაანათხოვრეს.

"20 წლის ვიყავი, როცა იტალიაში გადავედი. "სამპდორიაში" ძალიან კარგი პირველი სეზონი ქონდა. შემდეგ "რომაში" გადავედი, იტალიის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს კლუბში. ჩემს გარშემო იმდენი მოლოდინი იყო, მე კი მხოლოდ ბავშვი ვიყავი".

"შეიძლება, ამ ნაბიჯისთვის 100 პროცენტით მზად არ ვყოფილვარ. ფეხბურთში ასეთები ხდება. არ ვიცი, რა მოხდა, მაგრამ, ალბათ, უბრალოდ მზად არ ვიყავი", - ციტირებს შიკის სიტყვებს Football Italia.

ცნობისთვის, ევრო 2020-ზე შიკს ჯგუფური ეტაპის ორი ტურის შემდეგ უკვე სამი გოლი აქვს გატანილი.