ავტორიზაცია

კვლავ ერთად, ამჯერად იტალიაში? — მოურინიო რამოსს თავის გუნდში იწვევს

კვლავ ერთად, ამჯერად იტალიაში? — მოურინიო რამოსს თავის გუნდში იწვევს
თარიღი 20 ივნ 2021, 19:25

"რომას" მთავარ მწვრთნელს, ჟოზე მოურინიოს თავის გუნდში სერხიო რამოსის ხილვა უნდა, იტყობინება ცნობილი იტალიური გამოცემა Calciomercato.

გავრცელებული ინფორმაციით, პორტუგალიელი სპეციალისტი ესპანელს უკვე ესაუბრა და იმედი აქვს რომაელთა რიგებში გადასვლაზე მის დარწმუნებას მოახერხებს.

თავად რამოსს ჯერ არ გადაუწყვეტია, თუ სად სურს კარიერის გაგრძელება. როგორც იწერება, მისდამი აქტიურ ინტერესს იჩენს "მანჩესტერ სიტიც".

მოურინიო და რამოსი ერთად 2010 წლიდან 2013 წლამდე მუშაობდნენ, როცა 58 წლის სპეციალისტი "რეალს" ედგა სათავეში.

მოგეხსენებათ, 16 ივნისს, "სამეფო კლუბმა" ოფიციალური საიტის მეშვეობით 35 წლის მცველის წასვლა დაადასტურა. 2020/21 წლების სეზონში რამოსმა მადრიდელთა მაისურით 21 მატჩი ჩაატარა, 4 გოლი გაიტანა და 1 შედეგიანი პასი გააკეთა.