ავტორიზაცია

ბარსელონას ანდრე სილვა სურს, აინტრახტმა ფასი დაასახელა — AS

ბარსელონას ანდრე სილვა სურს, აინტრახტმა ფასი დაასახელა — AS
თარიღი 20 ივნ 2021, 19:32

პორტუგალიის ნაკრებისა და "აინტრახტის" თავდამსხმელი, ანდრე სილვა შესაძლოა "ბარსელონაში" გადავიდეს, იტყობინება AS.

ავტორიტეტული ესპანური გამოცემის თანახმად, გერმანული კლუბი მზად არის 25 წლის ფეხბურთელი 35 მილიონი ევროს სანაცვლოდ გაუშვას.

აქამდე გავრცელებული ინფორმაციით, პორტუგალიელი ფორვარდის დამატება "ატლეტიკოს", "არსენალს", "ტოტენჰემსა" და "მანჩესტერ იუნაიტედსაც" სურთ.

ანდრე სილვას "აინტრახტთან" მოქმედი ხელშეკრულების ვადა 2023 წლის ზაფხულში ეწურება. 2020/21 წლების სეზონში მან 34 მატჩი ჩაატარა და 29 გოლი გაიტანა.

მოგეხსენებათ, "ბარსელონამ" გუშინ "ლიონის" თავდამსხმელის, მემფის დეპაის ტრანსფერი დაადასტურა, რომელიც კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდება.