ავტორიზაცია

ლაპორტა: "ბარსელონა ამ ზაფხულს კიდევ 3-4 ტრანსფერს განახორციელებს"

ლაპორტა: "ბარსელონა ამ ზაფხულს კიდევ 3-4 ტრანსფერს განახორციელებს"
თარიღი 20 ივნ 2021, 19:39

"ბარსელონას" პრეზიდენტმა, ჟოან ლაპორტამ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე კატალონიური კლუბის გეგმებზე ისაუბრა.

"კიდევ 3-4 ტრანსფერს განვახორციელებთ. კონკურენტუნარიანი გუნდის შექმნას ვგეგმავთ. ერიკ გარსიას, აგუეროს, ემერსონის, დეპაის სახით ახალწვეულები უკვე გვყავს, წინ კიდევ რამდენიმე ფეხბურთელია".

"მართალია, ერთი ფეხბურთელი ვერ დავიმატეთ - საუბარია ვეინალდუმზე. არიან კლუბები, რომლებსაც ნებისმიერი ფეხბურთელის დამატება შეუძლიათ. ამ საკითხის შესწავლაა საჭირო", - ციტირებს ლაპორტას Mundo Deportivo.

2020/21 წლების სეზონში "ბარსელონამ" ესპანეთის ჩემპიონატში მესამე ადგილი დაიკავა, ჩემპიონთა ლიგას 1/8 ფინალური ეტაპიდან გამოეთიშა და მხოლოდ ერთი ტიტული მოიგო - ესპანეთის თასი.