ავტორიზაცია

რეალს ვარანის ტრანსფერზე პირველი შეთავაზება უკვე მიუვიდა

რეალს ვარანის ტრანსფერზე პირველი შეთავაზება უკვე მიუვიდა
თარიღი 20 ივნ 2021, 20:13

"მანჩესტერ იუნაიტედმა" "რეალს" ცენტრალური მცველის, რაფაელ ვარანის სანაცვლოდ 50 მილიონი ევრო შესთავაზა, თუმცა მადრიდელები 80 მილიონს ითხოვენ, წერენ ბრიტანულ პრესაში.

არ არის გამორიცხული, "ეშმაკუნებმა" ვარანის ხელში ჩაგდების შანსი დაკარგონ, რადგან სერხიო რამოსის წასვლის შემდეგ მადრიდულმა კლუბმა 28 წლის ფრანგთან ახალ კონტრაქტზე მოლაპარაკებები დაიწყო.

მოქმედი ხელშეკრულების ვადა ვარანს "სამეფო კლუბთან" 2022 წლის ზაფხულში ეწურება. "რეალში" იგი 2011 წლიდან ასპარეზობს.

ესპანეთის ჩემპიონატის 2020/21 წლების სეზონის გათამაშებაში რაფაელმა 31 მატჩი ჩაატარა და ორი გატანილი გოლით გამოიჩინა თავი.