ავტორიზაცია

იარმოლენკო ვესტ ჰემთან კონტრაქტს არ გაახანგრძლივებს

იარმოლენკო ვესტ ჰემთან კონტრაქტს არ გაახანგრძლივებს
თარიღი 20 ივნ 2021, 20:41

უკრაინის ნაკრების თავდამსხმელი, ანდრეი იარმოლენკო "ვესტ ჰემთან" კონტრაქტის გახანგრძლივებას არ აპირებს.

აღნიშნულ ინფორმაციას იტალიური გამოცემა Calciomercato ავრცელებს.

უკრაინელს მოქმედი ხელშეკრულების ვადა "ჩაქუჩებთან" 2022 წლის 30 ივნისს ეწურება. გავრცელებული ინფორმაციით, ფეხბურთელი ან ამ ზაფხულს შეიცვლის კლუბს ან მომავალ წელს უფასოდ წავა.

31 წლის ფეხბურთელმა გასულ სეზონში "ვესტ ჰემის" მაისურით ყველა ტურნირზე ერთად 22 მატჩი ჩაატარა, 3 გოლი გაიტანა და 4 შედეგიანი პასი გააკეთა.