ავტორიზაცია

ლევანდოვსკი მზად არის ამ ზაფხულს ბაიერნი დატოვოს — AS

ლევანდოვსკი მზად არის ამ ზაფხულს ბაიერნი დატოვოს — AS
თარიღი 20 ივნ 2021, 20:59

"ბაიერნის" თავდამსხმელმა, რობერტ ლევანდოვსკიმ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე შეიძლება კლუბი დატოვოს.

32 წლის პოლონელმა კონტრაქტის მიხედვით მიუნხენში კიდევ ორი სეზონი უნდა გაატაროს, თუმცა ფიქრობს, რომ ბუნდესლიგაში გატარებული 11 წლის შემდეგ სამუშაო ადგილის შეცვლის დრო დადგა, წერს გავლენიანი გამოცემა AS.

ამავდროულად, "ბაიერნში" თავიანთი ლიდერის გაყიდვა არ უნდათ და იმედოვნებენ, რომ კლუბში გატანილი გოლების რაოდენობით გერდ მიულერის რეკორდს დაამხობს (ამჟამად რობერტის ანგარიშზე 277 გოლია, ხოლო მიულერის - 365).

გასულ სეზონში ლევანდოვსკიმ "ოქროს ბუცი" მოიგო, გერმანიის ჩემპიონატში მან მეტოქეთა კარი 41-ჯერ აიღო.

ცნობისთვის, პოლონელის სატრანსფერო ფასი 60 მილიონ ევროს შეადგენს.