ავტორიზაცია

რეალი ამ ზაფხულს იოვიჩის გაყიდვას ეცდება

რეალი ამ ზაფხულს იოვიჩის გაყიდვას ეცდება
თარიღი 20 ივნ 2021, 21:03

"რეალი" ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე თავდამსხმელ ლუკა იოვიჩთან განშორებას გეგმავს.

აღნიშნულ ინფორმაციას ავტორიტეტული ესპანური გამოცემა Marca ავრცელებს.

"სამეფო კლუბმა" სერბი ფორვარდის სანაცვლოდ ორი წლის წინ "აინტრახტს" 65 მილიონი ევრო გადაუხადა, თუმცა ლუკამ მადრიდში ლა ლიგის ეგიდით მხოლოდ 21 მატჩი ჩაატარა, გასული სეზონი კი იჯარით ფრანკფურტში გაატარა და რეგულარული სათამაშო პრაქტიკა ჰქონდა.

იოვიჩს "რეალთან" მოქმედი კონტრაქტის ვადა ოთხ წელიწადში ეწურება და ხელმძღვანელობას არ სურს მას ხელშეკრულების ამოწურვამდე უხადოს ხელფასი, ამიტომაც მის გაშვებას გეგმავს.