ავტორიზაცია

ტორეირას თვალი ლაციომ დაადგა

ტორეირას თვალი ლაციომ დაადგა
თარიღი 20 ივნ 2021, 21:08

"არსენალის" ნახევარმცველმა, ლუკას ტორეირამ ზაფხულში შეიძლება სამუშაო ადგილი შეიცვალოს, წერს Sky Sports.

25 წლის ურუგვაელის დამატებით "ლაციოა" დაინტერესებული.

ტორეირა სერია ა-ში უკვე ასპარეზობდა - 2014 წლიდან 2016 წლამდე იგი "პესკარაში" ირიცხებოდა, შემდეგ კი "სამპდორიაში" გადავიდა, სადაც ორი სეზონი გაატარა. 2018 წლის ზაფხულში იგი "არსენალის" ფეხბურთელი გახდა, გასულ სეზონში კი იჯარით "ატლეტიკოში" იასპარეზა და დიეგო სიმეონეს გუნდთან ერთად ესპანეთის ჩემპიონი გახდა.

2020/21 წლების სეზონში ტორეირამ "როხიბლანკოს" რიგებში 26 მატჩი ჩაატარა და ერთი გოლი შეაგდო.