ავტორიზაცია

რომა მზადაა ნ'ზონზი სხვა კლუბში უფასოდ გაუშვას

რომა მზადაა ნ'ზონზი სხვა კლუბში უფასოდ გაუშვას
თარიღი 20 ივნ 2021, 21:22

"რენმა" "რომას" ნახევარმცველის, სტივენ ნ'ზონზის კონტრაქტის შესყიდვის გადაწყვეტილება მიიღო.

რომაული კლუბიც თანახმაა 32 წლის ფეხბურთელი გაუშვას, უფასოდაც კი, წერს La Gazzetta dello Sport.

გარდა ფრანგული გუნდისა, ნ'ზონზი პორტუგალიურ "ბენფიკასაც" სურს.

32 წლის ნახევარმცველმა გასული სეზონი იჯარით "რენში" გაატარა, სადაც 39 მატჩში მიიღო მონაწილეობა და ერთი გოლი შეაგდო.