A ჯგუფი ოფიციალურად დასრულდა - იტალიის დომინაცია გრძელდება, მეორე ადგილზე უელსი გავიდა [VIDEO]
ევროპის ჩემპიონატზე ოფიციალურად დასრულდა A ჯგუფი.
იტალიამ შინ გადახალისებული შემადგენლობით უელსს 1:0, პესინას გოლით მოუგო, პარალელურად მიმდინარე შეხვედრაში კი შვეიცარიამ თურქეთი სახლში უქულოდ გაუშვა და 3:1 მოუგო.
იტალია - უელსის მატჩში ერთადერთი გოლი 39-ე წუთზე გავიდა, 56-ე წუთზე კი ამპადუმ უხეშობის გამო პირდაპირი წითელი ბარათი მიიღო.
რაც შეეხება პარალელურ მატჩში მიმდინარე მოვლენებს - შვეიცარიელებმა ანგარიში მე-6 წუთზე სეფეროვიჩის გოლით გახსნეს, 26-ზე კი შედრან შაქირიმ სხვაობა ორამდე გაზარდა.
62-ე წუთზე თურქებმა ამ ტურნირზე პირველი და უკანასკნელი გოლის გატანა შეძლეს - ჩალჰანოღლუს პასით კაჰვეჩიმ სხვაობა შეამცირა, თუმცა 68-ზე დუბლი შაქირიმ მიითვალა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
ამრიგად, იტალიამ ჯგუფი 9 ქულით დაასრულა და პირველი ადგილით დამაჯერებლად გავიდა მერვედფინალში, უელსს და შვეიცარიას კი 4-4 ქულა დაუგროვდათ.
ასეთ დროს, გადამწყვეტი ბურთების სხვაობა აღმოჩნდა: ბრიტანელებმა ჯგუფური ეტაპი +1 სხვაობით დაასრულეს, შვეიცარიელებმა კი -1 და შესაბამისად, მეორე ადგილზე უელსი გავიდა, მესამეზე კი - შვეიცარია.
შვეიცარია 3-1 თურქეთი
იტალია 1-0 უელსი