ავტორიზაცია

როგორი იქნება ბარსელონას თერთმეტეული მომდევნო სეზონში, უკვე შემდგარი ტრანსფერების გათვალისწინებით?

როგორი იქნება ბარსელონას თერთმეტეული მომდევნო სეზონში, უკვე შემდგარი ტრანსფერების გათვალისწინებით?
თარიღი 20 ივნ 2021, 22:23

როგორც იცით, „ბარსელონამ“ გუშინ ჰოლანდიელი მემფის დეპაის ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა.

ნიდერლანდების ნაკრების შემტევი გუნდს უფასოდ შეუერთდა, მას შემდეგ რაც „ლიონთან“ კონტრაქტი ამოეწურა. 

როგორც იცით, ეს „ბარსელონასთვის“ მიმდინარე ზაფხულის უკვე მეოთხე ტრანსფერია: გუნდმა ასევე უფასოდ დაიმატა „სიტის“ ფეხბურთელები: ერიკ გარსია და სერხიო აგუერო და „ბეტისიდან“ დაიბრუნა ემერსონ როიალი.

პრესაში ბევრი იწერება, თუ როგორი უნდა იყოს მომავალ სეზონში „ბარსელონას“ სასტარტო შემადგენლობა. ჩვენ, ჩვენს ვერსიას შემოგთავაზებთ.

მეკარე: ტერ შტეგენი

დაცვა: დესტი, პიკე, ერიკ გარსია, ალბა

ნახევარდაცვა: პედრი, ბუსკეტსი, დე იონგი

თავდასხმა: დეპაი, მესი, გრიზმანი.

როგორც ხედავთ, სასტარტოში ადვილი ვერ მოიპოვა სერხიო აგუერომ, მაგრამ ამაში თავისი აზრიც დევს - საქმე ისაა, რომ აგუერო თავისი ასაკიდან გამომდინარე ვერ მოახერხებს პრესინგის თამაშს ისე, როგორც ეს „ბარსელონას“ დონის გუნდს მოეთხოვება. გამომდინარე იქიდან, რომ პრესინგისგან გათავისუფლებული ერთი ფეხბურთელი „ბარსას“ უკვე ჰყავს, ალბათ რთული წარმოსადგენია, როგორ უნდა მოხერხდეს მესის და აგუეროს ერთად მოედანზე დაყენება. ის, რომ ეს რთული საქმეა, არგენტინის ნაკრებშიც მტკიცდება, სადაც ეს ორი ფეხბურთელი ბოლო დროს ერთად აღარ თამაშობენ.

ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რის გამოც „ბარსამ“ სუარესი გაუშვა - სწორედ ეს იყო, ამიტომ ნაკლებად სავარაუდოა, რომ მომავალ სეზონში მატჩების დიდ ნაწილში მოედანზე არგენტინელი მეგობრებიე რთად ვიხილოთ.