ავტორიზაცია

რეალის ნახევარმცველი მილანს უახლოვდება

რეალის ნახევარმცველი მილანს უახლოვდება
თარიღი 20 ივნ 2021, 23:42

"რეალის" ნახევარმცველი, ბრაჰიმ დიასი "მილანში" გადასვლასთან ახლოს არის, წერს ჟურნალისტი, ნიკოლო სკირა.

გავრცელებული ინფორმაციით, მილანელები მზად არიან 21 წლის ესპანელი კიდევ ერთხელ ინათხოვრონ, 20 მილიონ ევროდ შემდგომი შესყიდვის უფლებით.

თავად ფეხბურთელს "მილანში" დარჩენა უნდა და სხვა ვარიანტებს არ განიხილავს.

2020/21 წლების სეზონში დიასმა "როსონერის" რიგებში 39 მატჩი ჩაატარა, 7 გოლი გაიტანა და 4 შედეგიანი პასი გააკეთა.