ავტორიზაცია

კოლაროვს სერია ა-ს სხვა კლუბი ეპატიჟება

კოლაროვს სერია ა-ს სხვა კლუბი ეპატიჟება
თარიღი 20 ივნ 2021, 23:46

"ინტერის" მცველმა, ალექსანდრ კოლაროვმა კარიერა შეიძლება "ბოლონიაში" გააგრძელოს, წერს ჟურნალისტი, ნიკოლო სკირა.

გავრცელებული ინფორმაციით, 35 წლის სერბით პირადად გუნდის მთავარი მწვრთნელი, სინიშა მიხაილოვიჩია დაინტერესებული.

"ბოლონია" მზად არის ფეხბურთელს ერთწლიანი კონტრაქტი შესთავაზოს, თანამშრომლობის კიდევ ერთი სეზონით გახანგრძლივების შესაძლებლობით.

გასულ სეზონში კოლაროვმა "ინტერში" იასპარეზა, რომლის რიგებშიც 11 მატჩი ჩაატარა და ერთი შედეგიანი პასი გააკეთა. 30 ივნისს "ნერაძურისთან" მას კონტრაქტის ვადა ეწურება.