ავტორიზაცია

უნდერი შესაძლოა რომადან ბუნდესლიგაში გადაბარგდეს

უნდერი შესაძლოა რომადან ბუნდესლიგაში გადაბარგდეს
თარიღი 20 ივნ 2021, 23:49

"რომას" თავდამსხმელმა, ჩენგიზ უნდერმა შეიძლება კარიერა სხვა კლუბში გააგრძელოს, წერს ჟურნალისტი, ნიკოლო სკირა.

გავრცელებული ცნობით, 24 წლის თურქის აგენტმა ფეხბურთელი "მილანს" შესთავაზა. აგრეთვე, მისდამი ინტერესს "აინტრახტიც" იჩენს.

გასული სეზონი უნდერმა იჯარით "ლესტერში" გაატარა. ინგლისურ კლუბში ჩატარებულ 19 მატჩსი მან 2 გოლი გაიტანა და 3 შედეგიანი პასი გააკეთა.

Transfermarkt-ის ვერსიით, თურქი ფეხბურთელის სატრანსფერო ფასი 18 მილიონ ევროს შეადგენს.