არსენალმა ლიონის ნახევარმცველს 5-წლიანი კონტრაქტი შესთავაზა
"არსენალი" "ლიონის" ნახევარმცველ უსემ აუარით ინტერესდება, წერს ჟურნალისტი, ნიკოლო სკირა.
გავრცელებული ცნობით, "მეთოფეები" ფეხბურთელს 5-წლიან კონტრაქტს სთავაზობენ, სეზონში 6 მილიონ ევროიანი ხელფასით.
ამ ეტაპზე, "არსენალი" "ლიონთან" მოლაპარაკებებს აწარმოებს.
გასულ სეზონში 22 წლის ფრანგმა ლიგა 1-ში 30 მატჩი ჩაატარა, 7 გოლი გაიტანა და 3 შედეგიანი პასი გააკეთა.