ავტორიზაცია

მაინცმა თვალი ტორინოს ნახევარმცველს დაადგა

მაინცმა თვალი ტორინოს ნახევარმცველს დაადგა
თარიღი 20 ივნ 2021, 23:53

პოლონეთის ნაკრებისა და "ტორინოს" ნახევარმცველმა, კაროლ ლინეტიმ შესაძლოა ამ ზაფხულს სამუშაო ადგილი შეიცვალოს, წერს ჟურნალისტი, ნიკოლო სკირა.

გავრცელებული ცნობით, 26 წლის პოლონელით "მაინცი" ინტერესდება.

2020/21 წლების სეზონში ლინეტიმ "ტორინოს" მაისურით 30 მატჩი ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა.

Transfermarkt-ის ვერსიით, ტურინელთა ფეხბურთელის სატრანსფერო ფასი 6 მილიონ ევროს შეადგენს.