ავტორიზაცია

ჯეკო ფენერბაჰჩეში გადასვლას არ აპირებს

ჯეკო ფენერბაჰჩეში გადასვლას არ აპირებს
თარიღი 20 ივნ 2021, 23:56

"რომას" თავდამსხმელი, ედინ ჯეკო კარიერის "ფენერბაჰჩეში" გაგრძელებას არ აპირებს, წერს Corriere dello Sport.

აქამდე, გაზეთმა Sozcu-მ დაწერა, რომ 35 წლის ბოსნიელი უახლოეს პერიოდში თურქულ კლუბთან მოაწერს კონტრაქტს ხელს, თუმცა ფეხბურთელის გარშემომყოფების თქმით, სტამბულელებთან არანაირი მოლაპარაკებები არ გამართულა.

ჯეკო "რომაში" 2016 წლიდან ირიცხება, მოქმედი კონტრაქტის ვადა მას 2022 წლის ზაფხულში ეწურება.

გასულ სეზონში ედინმა რომაელთა რიგებში 38 მატჩი ჩაატარა, 13 გოლი გაიტანა და 4 შედეგიანი პასი გააკეთა.