ავტორიზაცია

ევრო 2020-ზე გაბრწყინების შემდეგ, გოსენსის სახელი ორ გუნდს დაუკავშირეს

ევრო 2020-ზე გაბრწყინების შემდეგ, გოსენსის სახელი ორ გუნდს დაუკავშირეს
თარიღი 21 ივნ 2021, 14:39

პორტუგალისთან გაბრწყინების შემდეგ, გერმანიის ეროვნული ნაკრების მარცხენა მცველის, რობინ გოსენსის სახელი ორ გუნდს დაუკავშირეს.

"ბუნდესნაკრების" ვინგბექის სახელი დაუკავშირეს "ბარსელონასა" და მილანის "ინტერს", რომლებიც სწორედ მარცხენა ფლანგის გაძლიერებას ცდილობენ.

ნიკოლ სკირას ტვიტერის თანახმად, ბერგამოს "ატალანტა" თავისი განაპირა მცველის სანაცვლოდ 35 მილიონ ევროს ითხოვს.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე, "ქალღმერთმა" ალემან ფლანგელთან კონტრაქტი 2023 წლამდე გაახანგრძლივა.

"შავ-ლურჯებისა" და 26-წლის მცველის თანამშრომლობის გაგრძელების მიუხედავად, კლაუსულა მის კონტრაქტში გაწერილი არ არის.

ეს ნიშნავს იმას, რომ წარმოშობით ნიდერლანდელი ვინგბექის გამოსასყიდი ფიქსირებული თანხა მის ხელშეკრულებაში არ არის.