ავტორიზაცია

რომანო ადასტურებს - ჩალჰანოღლუ მილანიდან ინტერში გადადის

რომანო ადასტურებს - ჩალჰანოღლუ მილანიდან ინტერში გადადის
თარიღი 21 ივნ 2021, 15:21

ფაბრიციო რომანომ დაადასტურა, რომ "მილანის" შემტევი ნახევარმცველი, ჰაკან ჩალჰანოღლუ კარიერას მეზობელ "ინტერში" გააგრძელებს.

როგორც ცნობილია, "როსონერი" თურქ ფლეიმეიქერს ვერ უთანხმდებოდა ხელფასის თაობაზე - ფეხბურთელს არ სურდა ოთხი მილიონი.

მოგვიანებით კი ასპარეზზე გამოჩნდა "ნერაძური", რომელმაც "შავ-წითლების" გამთამაშებელს შესთავაზა ორი მილიონით მეტი, ანუ ექვსი მილიონი ევრო.

"ეშმაკების" ათიანის სიმონე ინძაგის გუნდში გადასვლა ოფიციალურად უახლოეს საათებში საბოლოოდ დადასტურდება.

შეგახსენებთ, ოსმალი ჰავბეკი "მილანში" თამაშობდა 2017 წლიდან და ამ დროის განმავლობაში მან 172 შეხვედრაში 32 გოლი გაიტანა.

27-წლის შუახაზელი "ინტერში" გადავა თავისუფალი აგენტის სტატუსით, ანუ სრულიად უფასოდ. ასეთი იქნება "ნერაძურის" პირველი შენაძენი ამ ზაფხულს.