ავტორიზაცია

"მესიმ ზუსტად 10 წუთში ფსიქოლოგიურად გამანადგურა, მე მინდორზე ვიწექი, ის კი ხელგაშლილი იდგა", - ნესტა

"მესიმ ზუსტად 10 წუთში ფსიქოლოგიურად გამანადგურა, მე მინდორზე ვიწექი, ის კი ხელგაშლილი იდგა", - ნესტა
თარიღი 21 ივნ 2021, 16:57

„მილანის“ ლეგენდარულმა მცველმა, ალესანდრო ნესტამ, 2011/12-წლების ჩემპიონთა ლიგაზე, ლეო მესის წინააღმდეგ თამაში გაიხსენა.

მე-10 წუთზე მესის დავეჯახე და მინდორზე უძლურად დავეცი, თვალებთან უკვე ვარსკვლავებს ვხედავდი. მესიმ ხელი გამომიწოდა, რათა წამოდგომაში დამხმარებოდა.

იმ მომენტში, მან ფსიქოლოგიურად გამანადგურა. ხვდებით? მე მინდორზე ვიწექი, ხოლო როცა ორ წამში თვალი გავახილე, ის დავინახე გაშლილი ხელით. მან ფსიქოლოგიურად გამანადგურა.“ - აღნიშნა იტალიელმა ექს-ფეხბურთელმა.

ალესანდრო ნესტამ საფეხბურთო კარიერა 1993 წელს „ლაციოში“ დაიწყო, რომლიდანაც 2002-ში „მილანში“ გადავიდა და ამ გუნდში ათი წელი გაატარა. შემდეგ იყო ამერიკული „მონრეალი“ და ინდრუი „ჩენაი“.

ბუცები ლურსმანზე ნესტამ 2014 წელს ჩამოკიდა. რაც შეეხება იტალიის ნაკრებს, მასში მას 2006 წლამდე იძახებდნენ.

სამწვრთნელო კარიერაში პირველი ნაბიჯები ნესტამ 2015 წელს, „მაიამიში“ გადადგა, შემდეგ 2018-19 წლებში „პერუჯას“ ედგა სათავეში, 2019-2021-ში კი „ფროზინონეს“.