ავტორიზაცია

100 მილიონი ევრო და რომელიმე ფეხბურთელი - სიტის დიდებული შეთავაზება ტოტენჰემს, როგორია ლონდონელების პასუხი?

100 მილიონი ევრო და რომელიმე ფეხბურთელი - სიტის დიდებული შეთავაზება ტოტენჰემს, როგორია ლონდონელების პასუხი?
თარიღი 21 ივნ 2021, 18:01

„მანჩესტერ სიტის“ მთავარი მიზანი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს „ტოტენჰემის“ ლიდერის, ჰარი კეინის შეძენა იქნება.

ჟურნალისტ ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, მანკუნიანელებმა „ტოტენჰემს“ პირველი შეთავაზებით უკვე მიმართეს - 100 მილიონი ფუნტი და რამდენიმე ფეხბურთელის ტრანსფერში ჩართვის შესაძლებლობა.

თუმცა, „დეზებმა“ ეს შემოთავაზება უარით გაისტუმრეს - მათი მიზანი კეინის ყველაფრის ფასად შენარჩუნებაა, მიუხედავად იმისა, რომ თავად ფეხბურთელს გუნდის დატოვება სურს.

ამჟამად, კეინი ინგლისის ნაკრებთან ერთად ევრო 2020-ზეა კონცენტრირებული და მისი მომავალი საბოლოოდ მხოლოდ ტურნირის დასრულების შემდეგ გაირკვევა.

თუმცა, პრაქტიკულად გარკვეული ამბავია, რომ „სიტისთვის“ კეინის შეძენა პრიორიტეტული მიზანია და სავარაუდოდ, ისინი ცდას გააგრძელებენ და „ტოტენჰემს“ გაუმჯობესებულ შეთავაზებასაც გაუკეთებენ.