"კი, შეთანხმებას მივაღწიე და კონტრაქტს ხვალ გავაფორმებ", - ჰაკანმა თავისი ახალი გუნდი დაასახელა
„მილანის“ ნახევარმცველმა, ჰაკან ჩალჰანოღლუმ დაადასტურა, რომ კარიერას „ინტერში“ გააგრძელებს.
„ხვალ მილანში ჩავფრინდები და კონტრაქტს გავაფორმებ. კი, შეთანხმებას „ინტერთან“ მივაღწიე.“ - თქვა ნახევარმცველმა ინტერვიუში.
27 წლის ფეხბურთელი „ინტერში“ „მილანიდან“ თავისუფალი აგენტის სტატუსით გადადის, მისი კონტრაქტი 30 ივნისს იწურება.
ახალ გუნდთან ფეხბურთელი 3-წლიან კონტრაქტს შეათანხმებს და მისი წლიური ხელფასი 5 მილიონი ევრო იქნება.
ცნობილია, რომ მას „მილანი“ ახალ ხელშეკრულებას სთავაზობდა, რომლის გაფორმებასთან ფეხბურთელი ახლოსაც იყო, თუმცა „როსონერი“ მას წლიურად 4 მილიონ ევროს სთავაზობდა, „ინტერმა“ კი 5 შესთავაზა და ეს გადამწყვეტი აღმოჩნდა.