ავტორიზაცია

კონტრაქტი შეთავაზებულია - რამოსმა დასაფიქრებლად დრო აიღო

კონტრაქტი შეთავაზებულია - რამოსმა დასაფიქრებლად დრო აიღო
თარიღი 21 ივნ 2021, 18:17

„რომას“ მწვრთნელს, ჟოზე მოურინიოს, თავის გუნდში სერხიო რამოსის დაპატიჟება სურს.

35 წლის ფეხბურთელი ამ ზაფხულს თავისუფალი აგენტის გახდა, მას შემდეგ, რაც 16-წლიანი კარიერის შემდეგ, მადრიდის „რეალი“ დატოვა.

რომაული გუნდი რამოსს წლიურად 7.5 მილიონ ევროს სთავაზობს, ესპანელმა დასაფიქრებლად დრო აიღო.

როგორც ცნობილია, რამოსზე პრეტენზიას „პარი სენ-ჟერმენი“ და ინგლისური გუნდებიც აცხადებენ. „რეალთან“ გამოსამშვიდობებელ პრესკონფერენციაზე, ფეხბურთელმა თქვა, რომ ჯერჯერობით, არცერთ გუნდთან შეთანხმებისთვის არ მიუღწევია და როცა რაიმე სიახლე იქნება, პირველი ის თავად შეგვატყობინებს.

შეგახსენებთ, რომ „რომას“ მოურინიო სათავეში ახალი სეზონიდან ჩაუდგება, აქამდე გუნდში რამდენიმე წლის მანძილზე სხვა პორტუგალიელი მწვრთნელი, პაულუ ფონსეკა მუშაობდა.