ავტორიზაცია

რომელი ფეხბურთელების არჩევა შესთავაზა სიტიმ ტოტენჰემს? წინადადების უფრო მეტი დეტალი გასაჯაროვდა

რომელი ფეხბურთელების არჩევა შესთავაზა სიტიმ ტოტენჰემს? წინადადების უფრო მეტი დეტალი გასაჯაროვდა
თარიღი 21 ივნ 2021, 18:29

როგორც იცით, „სიტიმ“ „ტოტენჰემს“ ჰარი კეინის ტრანსფერის თაობაზე ოფიციალურად მიმართა.

ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო ამ შეთავაზების უფრო მეტ დეტალებს ასაჯაროვებს.

ინგლისის ჩემპიონმა „ტოტენჰემს“ კეინის სანაცვლოდ 100 მილიონი ფუნტი შესთავაზა და ასევე, გამოთქვა მზადყოფნა, რომ ტრანსფერში თავისი რომელიმე ფეხბურთელი იქნეს ჩართული.

ასევე, ცნობილია ისიც, რომ ამ „ასარჩევ“ ფეხბურთელებს შორის არის ისეთი სახელები, როგორებიცაა სტერლინგი, ლაპორტი და გაბრიელ ჟესუსი.

თუმცა, „ტოტენჰემი“ ამ შემოთავაზებას არ დათანხმდება და საერთოდ, ევრო 2020-ს დასრულებამდე ვერაფერი გადაწყდება.

შეგახსენებთ, რომ სეზონის ბოლოს, კეინმა „ტოტენჰემის“ დატოვების სურვილი ღიად გამოთქვა, რადგან ჩემპიონთა ლიგაზე სურს მონაწილეობა, ლონდონური კლუბი კი კონფერენც ლიგაზე ითამაშებს მომავალ სეზონში.