პოგბა: "ბენზემა აუცილებლად გაიტანს, ამაში ეჭვი არავის ეპარება, მითუმეტეს ფრანგებს"
საფრანგეთის ნაკრების ნახევარმცველმა, პოლ პოგბამ, დარწმუნება გამოთქვა, რომ კარიმ ბენზემა ევრო 2020-ზე თავის გამოჩენას მოახერხებს.
ბენზემა ნაკრებში 6-წლიანი პაუზის შემდეგ პირველად, ევრო 2020-ს წინ დაბრუნდა და ჯერჯერობით, გოლი არ გაუტანია - ამხანაგურ მატჩში მან პენალტი გააცუდა, უნგრეთთან ჯგუფური ეტაპის შეხვედრაში კი რამდენიმე ხელსაყრელი მომენტი ვერ გამოიყენა.
„კარიმი აუცილებლად გაიტანს. ამაში ვინმეს ეჭვი ეპარება? არავის, მითუმეტეს ფრანგებს შორის. თუ ის მატჩში მონაწილეობს, სახიფათო მომენტის შექმნა და გოლის გატანა ინდივიდუალურადაც შეუძლია.
მისთვის საფრანგეთის ნაკრების ტარება სიმძიმესთან არასდროს იქნება ასოცირებული. ჩვენ ერთმანეთის მხარდაჭერას ვაგრძელებთ და არავის კითხვებს არ ვუსვამთ. ყველაფერს შემდეგ მატჩებში იხილავთ.“ - ციტირებს პოგბას სიტყვებს RTL France.