ავტორიზაცია

რონალდუ მეშვიდეა, მესი მეექვსე - ოქროს ბურთის მთავარი პრეტენდენტების ათეული: ვინ ლიდერობს?

რონალდუ მეშვიდეა, მესი მეექვსე - ოქროს ბურთის მთავარი პრეტენდენტების ათეული: ვინ ლიდერობს?
თარიღი 21 ივნ 2021, 19:04

საიტმა Goal.com-მა 2021 წლის ოქროს ბურთის პრეტენდენტების განახლებული რეიტინგი შემოგვთავაზა.

ევრო 2020-ის პირველ 2 მატჩში 3 გოლის გატანის შემდეგ, კრიშტიანუ რონალდუმ მე-10 ადგილიდან 7-ზე გადაინაცვლა.

„ბარსელონას“ და არგენტინის ნაკრების ფორვარდი, ლეო მესი, მეხუთედან მეექვსე ადგილამდე დაქვეითდა, მისი ადგილი კი „ინტერის“ და ბელგიის სტრაიკერმა, რომელუ ლუკაკუმ დაიკავა.

ოთხეული კი ასე გამოიყურება:.

4. რობერტ ლევანდოვსკი (ბაიერნი, პოლონეთი)

3. კევინ დე ბრუინი (მანჩესტერ სიტი, ბელგიის ნაკრები)

2. კილიან მბაპე (პსჟ, საფრანგეთი)

1. ნგოლო კანტე (ჩელსი, საფრანგეთი).

შეგახსენებთ, რომ 2020/21-სეზონის შედეგად, კანტემ „ჩელსის“ რიგებში ჩემპიონთა ლიგა მოიგო და ორივე ნახევარფინალისა და ფინალის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.