ავტორიზაცია

ბარსელონა €525-მილიონიან სესხს იღებს — რას მოხმარდება მიღებული თანხა?

ბარსელონა €525-მილიონიან სესხს იღებს — რას მოხმარდება მიღებული თანხა?
თარიღი 21 ივნ 2021, 20:33

"ბარსელონას" გენერალურმა ასამბლეამ 525 მილიონ ევროიანი კრედიტის აღებას მხარი დაუჭირა, იტყობინება კატალონიური გრანდის ოფიციალური საიტი.

"ლურჯ-ბროწეულისფერთა" ხელმძღვანელობა 2022 წლის აგვისტოში გეგმავს ფინანსური ბაზრის ერთ ან რამდენიმე სტაბილურ ოპერატორთან ფინანსური გარიგების დადებას, საინვესტიციო ბანკ Goldman Sachs-ის მეშვეობით, კლუბის ფინანსური მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად.

ასე და ამგვარად, "ბარსას" ბანკ Goldman Sachs-ისგან 525 მილიონის სესხება სურს (3%-ანი), რომელსაც 15 წლის განმავლობაში გადაიხდის.

როგორც აღინიშნება, მიღებული თანხა კლუბის ვალის ნაწილის დაფარვას და 200 მილიონის ობლიგაციების გამოსყიდვას მოხმარდება.

აქამდე, "ლურჯ-ბროწეულისფერთა" პრეზიდენტმა, ჟოან ლაპორტამ განაცხადა, რომ "კლუბი ფინანსურად იმაზე გაცილებით ცუდ მდგომარეობაში იმყოფება, ვიდრე წარმოედგინა".