ავტორიზაცია

რეალმა კლუბიდან წასული სერხიო რამოსის შემცვლელი უკვე იპოვა — MARCA

რეალმა კლუბიდან წასული სერხიო რამოსის შემცვლელი უკვე იპოვა — MARCA
თარიღი 21 ივნ 2021, 21:10

მადრიდის "რეალი" "სევილიას" ცენტრალურ მცველ ჟიულ კუნდეთი ინტერესდება, იტყობინება ავტორიტეტული ესპანური გამოცემა Marca.

გავრცელებული ინფორმაციით, 22 წლის ფრანგში "სამეფო კლუბი" სერხიო რამოსის შემცვლელს ხედავს, რომელმაც 16 ივნისს კლუბიდან წასვლა ოფიციალურად დაადასტურა.

ცნობისთვის, მოქმედი ხელშეკრულების ვადა კუნდეს ანდალუსიელებთან 2024 წლის ზაფხულში ეწურება.

2020/21 წლების სეზონში "სევილიას" ახალგაზრდა უკანახაზელმა ლა ლიგაში 34 მატჩი ჩაატარა, 2 გოლი გაიტანა და 1 შედეგიანი გადაცემაც ჩაიწერა საკუთარ აქტივში.

Transfermarkt-ის ვერსიით, კუნდეს სატრანსფერო ღირებულება 60 მილიონ ევროს შეადგენს.