ავტორიზაცია

აზარმა რეალიდან სერხიო რამოსის წასვლაზე პირველი განცხადება გააკეთა

აზარმა რეალიდან სერხიო რამოსის წასვლაზე პირველი განცხადება გააკეთა
თარიღი 21 ივნ 2021, 21:35

მადრიდის "რეალის" თავდამსხმელი, ედენ აზარი გუნდიდან კაპიტან სერხიო რამოსის წასვლას გამოეხმაურა.

"რამოსს ყველაფერ საუკეთესოს ვუსურვებ. მასთან თამაშის გაგრძელება მინდოდა, ერთად ორი წელიწადი ვითამაშეთ", - ციტირებს ბელგიელის სიტყვებს Marca.

"ლიდერია, კიდევ ბევრ გოლს გაიტანს. რამოსი ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო მცველია", - დასძინა აზარმა.

მოგეხსენებათ, "სამეფო კლუბმა" 35 წლის ესპანელი უკანახაზელის წასვლა 16 ივნისს ოფიციალურად დაადასტურა.

რამოსი "რეალის" ღირსებას 2005 წლიდან იცავდა, ამ ზაფხულს მას კლუბთან მოქმედი ხელშეკრულების ვადა ეწურება.