ავტორიზაცია

რისი გაკეთება მოუწევს ბარსელონას მესის შესანარჩუნებლად? — ლა ლიგის პრეზიდენტის კომენტარი

რისი გაკეთება მოუწევს ბარსელონას მესის შესანარჩუნებლად? — ლა ლიგის პრეზიდენტის კომენტარი
თარიღი 21 ივნ 2021, 22:29

ესპანეთის ჩემპიონატის პრეზიდენტმა, ხავიერ ტებასმა "ბარსელონასთან" თავდამსხმელ ლიონელ მესის კონტრაქტთან დაკავშირებით ისაუბრა.

"ბარსელონამ" თავის სახელფასო ზღვარს უკვე გადააჭარბა. იმედი მაქვს, მესის შეინარჩუნებენ, მაგრამ ამისათვის ხარჯების შემცირება მოუწევთ. მხოლოდ მათ გამო წესს არ შევცვლით. მესის შესანარჩუნებლად კლუბს სხვა ფეხბურთელებისთვის ხელფასის დაკლება ან რომელიმე მათგანის გაყიდვა მოუწევთ".

"კლუბი ხელფასების შემცირებას ცდილობს. "რეალმა" ამ მიმართულებით უკვე დიდი ნაბიჯი გადადგა წინ, მათი ხარჯები შემცირდა", - ციტირებს ტებასის სიტყვებს BBC Sport.

მოქმედი ხელშეკრულების ვადა მესის 30 ივნისს ეწურება. 20 ივნისს გავრცელებული ინფორმაციით, 33 წლის არგენტინელმა კლუბთან ახალი კონტრაქტი შეათანხმა, რომელიც 2023 წლამდე იქნება გათვლილი.

2020/21 წლების სეზონში მესიმ ლა ლიგაში 35 მატჩი ჩაატარა, 30 გოლი გაიტანა და 9 შედეგიანი გადაცემაც ჩაიწერა საკუთარ აქტივში.