ავტორიზაცია

საქმეში მორიგი გრანდი ჩაერთო — ვარანის რეალში დარჩენის შანსები კიდევ უფრო მცირდება

საქმეში მორიგი გრანდი ჩაერთო — ვარანის რეალში დარჩენის შანსები კიდევ უფრო მცირდება
თარიღი 21 ივნ 2021, 22:35

"პსჟ" მზად არის აქტიური მოლაპარაკებები დაიწყოს იმისათვის, რათა "რეალის" მცველი, რაფაელ ვარანი მომავალი სეზონიდან პარიზული გუნდის რიგებში მოგვევლინოს.

აღნიშნულ ინფორმაციას გავლენიანი ესპანური გამოცემა Marca ავრცელებს.

ფრანგული კლუბი იმით ისარგებლებს, რომ "სამეფო კლუბი" ფრანგს კონტრაქტის გახანგრძლივებაზე ვერ უთანხმდება, რომელიც 2022 წლის ზაფხულამდეა ძალაში. ვარანს ფინანსური მხარე არ აკმაყოფილებს.

როგორც აღინიშნება, 28 წლის ფეხბურთელის ხელში ჩაგდებით პირადად "პსჟ"-ს მთავარი მწვრთნელი, მაურისიო პოჩეტინოა დაინტერესებული.

აქამდე გავრცელებული ინფორმაციით, ვარანის შეძენა "მანჩესტერ იუნაიტედსაც" უნდა, რომელმაც არსებული ცნობით პირველი შეთავაზება უკვე გააკეთა.

გასულ სეზონში "რეალის" უკანახაზელმა ესპანეთის ჩემპიონატის 31 მატჩში მიიღო მონაწილეობა და თავი ორი გატანილი გოლით გამოიჩინა.