ავტორიზაცია

"ბარსაში უყოყმანოდ დავიმატებდი", - ეტო'ომ დაასახელა კიდევ ერთი კლუბი, სადაც რამოსის ხილვა სურს

"ბარსაში უყოყმანოდ დავიმატებდი", - ეტო'ომ დაასახელა კიდევ ერთი კლუბი, სადაც რამოსის ხილვა სურს
თარიღი 21 ივნ 2021, 23:01

"ბარსელონას" ყოფილმა თავდამსხმელმა, სამუელ ეტო'ომ მცველ სერხიო რამოსის შესახებ ისაუბრა, რომელმაც მადრიდის "რეალი" ოფიციალურად დატოვა.

"მისი "ბარსაში" დამატება რომ შემეძლოს, არც კი ვიყოყმანებდი", - ციტირებს კამერუნელი ვეტერანის სიტყვებს Diario Sport.

"პსჟ"-ს ვგულშემატკივრობ, ასე რომ, იმედი მაქვს, პარიზში აღმოჩნდება. რამოსი გუნდს ჩემპიონთა ლიგის მოგებაში დაეხმარება, რომელიც კლუბს ასე ძვირი უჯდება", - დასძინა ეტო'ომ.

მოგეხსენებათ, 35 წლის ესპანელმა უკანახაზელმა "სამეფო კლუბი", სადაც 16 წელიწადი გაატარა, თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა.