ავტორიზაცია

ლაპორტა მესი - რონალდუს დუეტზე ოცნებობს და იუვენტუსს შეთავაზებაც გაუმზადა — AS

ლაპორტა მესი - რონალდუს დუეტზე ოცნებობს და იუვენტუსს შეთავაზებაც გაუმზადა — AS
თარიღი 21 ივნ 2021, 23:09

"ბარსელონას" პრეზიდენტს, ჟოან ლაპორტას კლუბში "იუვენტუსის" თავდამსხმელის, კრიშტიანუ რონალდუს მიწვევა ძალიან უნდა, რომელიც აქამდე "რეალში" ასპარეზობდა.

როგორც ავტორიტეტული ესპანური გამოცემა AS იტყობინება, ლიონელ მესისთან ახალი კონტრაქტის შეთანხმების შემდეგ, მენეჯერი "ბარსაში" პორტუგალიელის მიწვევაზე დაფიქრდა. ლაპორტას ძალიან უნდა, რომ რონალდუმ და მესიმ კატალონიურ გრანდში ერთად ითამაშონ.

ჯერჯერობით უცნობია, დათანხმდება თუ არა ამ ნაბიჯს 36 წლის ფორვარდი. "ბლაუგრანას" პორტუგალიელის აგენტთან კონტაქტი ჯერ არ ჰქონია.

კატალონიური გრანდი "იუვენტუსისთვის" რონალდუს სანაცვლოდ ორი ფეხბურთელის შეთავაზებას გეგმავს. ამ გარიგებასთან დაკავშირებით, გაისმა ანტუან გრიზმანის, სერხი რობერტოსა და ფილიპე კოუტინიოს გვარები.

"ბარსაში" ჯერ არ უფიქრიათ, თუ როგორ გადაუხდიან რონალდუს ტრანსფერის შემთხვევაში, მაგრამ ვარაუდობენ, რომ კლუბი ამაში ზემოთნახსენები ფეხბურთელების წასვლით გათავისუფლებულ თანხას დახარჯავს.

"ლურჯ-ბროწეულისფერთა" აზრით, რონალდუსა და მესის ერთად თამაში უდიდესი შემოსავალის წყარო იქნება.