ავტორიზაცია

"თავისი ტექნიკით, ოსტატობითა და მოედნის ხედვით ზიდანს მაგონებს", - მათეუსმა გერმანელი ფეხბურთელი გამოარჩია

"თავისი ტექნიკით, ოსტატობითა და მოედნის ხედვით ზიდანს მაგონებს", - მათეუსმა გერმანელი ფეხბურთელი გამოარჩია
თარიღი 21 ივნ 2021, 23:24

გერმანიის ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა, ლოთარ მათეუსმა ევრო 2020-ზე "ბუნდესთიმის" შემტევი ნახევარმცველის, კაი ჰავერცის თამაში შეაფასა.

"ოსტატობის დონის, ტექნიკის, თამაშის ხედვისა და ეპიზოდის პროგნოზირების უნარის გათვალისწინებით, მას ზიდანს შევადარებდი".

"ზიდანი ბურთის მიღებამდე სწრაფ ფეხბურთელად არ ჩანდა. იგივეს თქმა შეიძლება ჰავერცზეც".

"ისიც ასე კარგად ხედავს მოედანს, კარგად აკონტროლებს ბურთს, კარგად ირჩევს პოზიციას, კარგ ტექნიკას ფლობს. გარდა ამისა, ძალიან კომპეტენტურად მოქმედებს და კარგად სარგებლობს თავისი გაბარიტებით".

"ჰავერცი სწორ გზას ადგას, მაგრამ მხოლოდ მომავალი გვიჩვენებს, მიაღწევს თუ არა მწვერვალს, გახდება გამორჩეული ფეხბურთელი თუ უბრალოდ კარგი მოთამაშე იქნება", - ციტირებს მათეუსის სიტყვებს Yahoo! Sports.