ავტორიზაცია

განადგურებული რუსეთი მიდის სახლში, დანია კი 3 ქულით პლეი-ოფშია - B ჯგუფი დასრულდა [VIDEO]

განადგურებული რუსეთი მიდის სახლში, დანია კი 3 ქულით პლეი-ოფშია - B ჯგუფი დასრულდა [VIDEO]
თარიღი 22 ივნ 2021, 00:54

ევროპის ჩემპიონატის B ჯგუფის დასკვნით ტურში დანიამ გაანადგურა რუსეთი, ანგარიშით 4:1, ბელგიამ კი 2:0 ფინეთი დაამარცხა.

ჯგუფის ერთპიროვნული გამარჯვებული გამოდგა ბელგია, რომელმაც მოიპოვა სამიდან სამი გამარჯვება და პირველი ადგილი არავის დაუთმო.

მეორე ადგილზე გავიდა დანია, რომელსაც რუსეთთან შეხვედრამდე ჰქონდა ნული ქულა, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ "ვიკინგების" მსგავსად, 3-3 ქულა მოაგროვეს ფინეთმა და რუსეთმა, სკანდინავიელები მეორე ადგილზე ბურთების უკეთსი ბალანსის წყალობით აღმოჩნდნენ.

მესამე ადგილი ერგო ფინეთს და ჯერჯერობით უცნობია, შეძლებს თუ არა ეს ნაკრები პლეი-ოფში გასვლას. აღნიშნული გუნდის მომავალი გაირკვევა ჯგუფური ეტაპის დასრულების შემდეგ.

რაც შეეხება რუსეთს, როგორც ავღნიშნეთ, როდესაც სამი გუნდი აგროვებს ერთნაირი რაოდენობის ქულებს, პრიორიტეტი ენიჭება ბურთების შეფარდებას და ამ მხრივ სლავების მდგომარეობა კოშმარულია - 2:7.

რუსეთი-დანია 1:4

ბელგია-ფინეთი 2:0