ავტორიზაცია

სამწვრთნელო ცვლილება - სიონმა ვარლამ კილასონია გაუშვა

სამწვრთნელო ცვლილება - სიონმა ვარლამ კილასონია გაუშვა
თარიღი 22 ივნ 2021, 11:00

53 წლის სპეციალისტი ვარლამ კილასონია ბოლნისის სიონს აღარ გაწვრთნის.

GOAL.GE-ს ინფორმაციით, ბოლო 6 თამაშში 4 წაგების გამო ბოლნისელებმა სამწვრთნელო ცვლილება გადაწყვიტეს. კილასონიას ნაცვლად გუნდს 52 წლის გიორგი დარასელია გაწვრთნის.

გიორგი დარასელიას ბოლო სამწვრთნელო კლუბი თბილისის მერანი იყო, მანამდე კი გამოცდილ სპეციალისტს გორის დილაში, ქუთაისის ტორპედოში, და არაერთ სხვა გუნდში უმუშავია.

ბოლნისის სიონი ეროვნული ლიგა 2-ის 17 ტურის შემდეგ 37 ქულით მე-2 პოზიციაზეა, არადა სეზონის დასაწყისში გუნდი პირველ პოზიციაზე დიდი სხვაობით იყო, თუმცა ბევრი თამაში წააგეს და გაგრამ ამ სიტუაციით ისარგებლა.