ავტორიზაცია

პასუხი ბარსელონას - იუვენტუსმა დე ლიგტის თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო

პასუხი ბარსელონას - იუვენტუსმა დე ლიგტის თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო
თარიღი 22 ივნ 2021, 13:42

„იუვენტუსი“ ზაფხულში ჰოლანდიელი მცველის, მატეის დე ლიგტის გაყიდვას არ აპირებს.

იტალიური პრესის ინფორმაციით, ფეხბურთელით ორი ევროპული ტოპ-კლუბი ინტერესდება.

სეზონის ბოლოს, დე ლიგტის შეძენაზე უარს „ბარსელონა“ და „ჩელსი“ არ იტყოდნენ. თუმცა, „იუვემ“ აშკარად გააგებინა ყველას, რომ ახალგაზრდა მცველთან განშორებას არ აპირებს.

გასულ სეზონში, დე ლიგტმა 36 მატჩში 1 გოლი და 1 საგოლე გადაცემა მიითვალა.