ავტორიზაცია

"ამ წყვილით სეზონში 60 გოლს ვიხილავთ, მესი ღმერთია", - ეტო'ო

"ამ წყვილით სეზონში 60 გოლს ვიხილავთ, მესი ღმერთია", - ეტო'ო
თარიღი 22 ივნ 2021, 14:18

„ბარსელონას“ ექს-თავდამსხმელმა, სამუელ ეტო’ომ, ლიონელ მესის და სერხიო აგუეროს დუეტზე ისაუბრა.

შეგახსენებთ, რომ აგუერო „სიტიდან“ „ბარსელონაში“ თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავიდა და გუნდთან 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. ეტო’ოს თქმით, მესი - აგუეროს წყვილი ძალიან შედეგიანი იქნება.

„სეზონში 60 გოლს ვიხილავთ ხოლმე. მე მხოლოდ იმის იმედი მაქვს, რომ ღმერთი მათ ახალი ტრავმებისგან დაიფარებს.

მესი თავადაც არის „ბარსელონა“. მას სხვა გუნდის მაისურით ვერ წარმოვიდგენ. ერთხელ, მესის ვუთხარი, რომ მის მიერ გატანილი გოლები მას უნიკალურს ხდის.

ის ღმერთია. ის ყოველთვის ისმენდა, არაფერს ამბობდა და ვარჯიშებზე ჩემს რჩევებს ითვალისწინებდა. ძალიან ხშირად მდომებია, ტელევიზორში შევძვრე და გოლები მასთან ერთად აღვნიშნო, იმდენად დიდებულია ის.“ - აღნიშნა კამერუნელმა.