ავტორიზაცია

შიკი: "ინგლისს საგოლე მომენტების შექმნა უჭირს, ფრე ცოტა იქნება, მოგება გვინდა"

შიკი: "ინგლისს საგოლე მომენტების შექმნა უჭირს, ფრე ცოტა იქნება, მოგება გვინდა"
თარიღი 22 ივნ 2021, 14:30

ჩეხეთის ნაკრების ფორვარდმა, პატრიკ შიკმა, შოტლანდიის კარში გატანილ გოლსა და ინგლისის ნაკრებთან მოახლოვებულ მატჩზე ისაუბრა.

„კარგი გოლი იყო, ასეთ დარტყმას ჯერ კიდევ პირველ ტაიმში ვამზადებოდი, როცა ვხედავდი, რომ მეკარე ზედმეტად შორს გამოდის. თუმცა მთავარია - გუნდის გამარჯვება.

ინგლისის წინააღმდეგ თამაში ყოველთვის რთულია, მაგრამ მათ ბევრი საგოლე მომენტის შექმნა არ გამოსდით, ამიტომ ბრძოლა შეგვიძლია. ჩვენ მაქსიმალურად ხარისხიანად ვემზადებით.

ფრე ჩვენთვის ცოტა იქნება, ჩვენ გამარჯვება გვინდა.

რატომ არ ამეწყო კარიერა „რომაში“? სიმართლე გითხრათ, 100%-ით მზად არ ვიყავი. მე ზედმეტად ახალგაზრდა ვიყავი სერია ა-ს დიდი მატჩებისთვის.

„სამპდორიაში“ დიდებული სეზონი გავატარე, მაგრამ „რომასნაირ“ ტოპ-კლუბში გადასვლა სირთულეებს გიმატებს. იმ მომენტისთვის, ამისთვის მზად არ ვიყავი.“ - აღნიშნა „ლევერკუზენის“ ფორვარდმა.