ავტორიზაცია

სერხიო რამოსს სამი დიდი გუნდი ეპატიჟება - 35 წლის ესპანელმა სასურველი უკვე შეარჩია

სერხიო რამოსს სამი დიდი გუნდი ეპატიჟება - 35 წლის ესპანელმა სასურველი უკვე შეარჩია
თარიღი 22 ივნ 2021, 14:35

მადრიდის „რეალიდან“ წასული მცველი, სერხიო რამოსი, კარიერის გაგრძელების ვარიანტებს განიხილავს.

ესპანური გამოცემა As-ის ინფორმაციით, სერხიო რამოსს ამჟამად შემდეგი კლუბები ეპატიჟებიან: „მანჩესტერ იუნაიტედი“, „მანჩესტერ სიტი“ და „პსჟ“.

უშუალოდ ორ მანჩესტერულ კლუბს შორის, რამოსი უპირატესობას „იუნაიტედს“ მისი მდიდარი ისტორიის გამო ანიჭებს. თუმცა, მისთვის პრიორიტეტული არა პრემიერ ლიგის რომელიმე გუნდი, არამედ „პსჟ-ა“.

პირველ რიგში, პარიზელები 35 წლის ფეხბურთელს „მანჩესტერ იუნაიტედზე“ უკეთეს ფინანსურ პირობებს სთავაზობენ და ასევე, 2-წლიან კონტრაქტს, რაც რამოსისთვის მნიშვნელოვანია.

მეორეც, რამოსი პარიზს იდეალურ ქალაქად მიიჩნევს როგორც თავისთვის, ისე თავისი ოჯახისთვის. გარდა ამისა, ამ გუნდში ბევრი ესპანურენოვანი ადამიანია, მათ შორის, გუნდის მთავარი მწვრთნელი, მაურისიო პოჩეტინოც, რაც მას ადაპტაციას გაუადვილებს.

იტალიური გამოცემა La Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, რამოსს „რომაში" ჟოზე მოურინიოც ეპატიჟება, მხარეებმა მოლაპარაკებები უკვე გამართეს, თუმცა რამოსს საბოლოო პასუხი ჯერ არ გაუცია.