ავტორიზაცია

პსჟ მოლაპარაკებების წარმატებით დასრულებასთან ახლოსაა - ჰაკიმი კლუბს ზედიზედ მეორე ზაფხულს შეიცვლის

პსჟ მოლაპარაკებების წარმატებით დასრულებასთან ახლოსაა - ჰაკიმი კლუბს ზედიზედ მეორე ზაფხულს შეიცვლის
თარიღი 22 ივნ 2021, 14:39

„პსჟ“ „ინტერის“ მაროკოელი მცველის, აშრაფ ჰაკიმის ტრანსფერის თაობაზე მოლაპარაკებებს აგრძელებს. 

ფრანგული კლუბი „ინტერთან“ და ჰაკიმის აგენტთან აწარმოებს მოლაპარაკებებს. პარიზელები მზად არიან, 22 წლის ლატერალის სანაცვლოდ შემოთავაზება გაზარდონ და პირველადი 60 მილიონის ნაცვლად, ბონუსების გათვალისწინებით, „ინტერს“ 75 მილიონი ევრო შესთავაზონ.

ნელ-ნელა, „პარი სენ-ჟერმენი“ ტრანსფერის წარმატებით დასრულებას უახლოვდება და სავარაუდოდ, შეთანხმება არც ისე შორს არის.

ჰაკიმიზე პრეტენზიას ლონდონის „ჩელსიც“ აცხადებს, რომელმაც „ინტერს“ 60 მილიონი ევრო და რომელიმე ფეხბურთელი შესთავაზა (მარკოს ალონსო, დავიდე ზაპაკოსტა, ემერსონი ან ანდრეას კრისტენსენი). თუმცა, „ინტერს“ ფულის მიღება ურჩევნია.

დასრულებულ სეზონში აშრაფმა სერია ა-ს 37 მატჩში 7 გოლი და 8 საგოლე გადაცემა მიითვალა.