ავტორიზაცია

ასტონ ვილამ სმიტ-როუს ტრანსფერს სერიოზულად დაუმიზნა და არსენალს გაუმჯობესებული შეთავაზებითაც მიმართა

ასტონ ვილამ სმიტ-როუს ტრანსფერს სერიოზულად დაუმიზნა და არსენალს გაუმჯობესებული შეთავაზებითაც მიმართა
თარიღი 22 ივნ 2021, 14:50

„ლომებს“ ახალგაზრდა ნახევარმცველის გადაბირება სურთ.

„ასტონ ვილამ“ „არსენალის“ ნახევარმცველის, ემილ სმიტ-როუს ტრანსფერი დაისახა მიზნად. ამის შესახებ ინფორმაციას ჟურნალისტი ნიკოლო სკირა იტყობინება.

„ვილა“ მზადაა, 20 წლის ინგლისელის სანაცვლოდ 30 მილიონი ევრო გადაიხადოს. ბირმინგემელებს მისი შეძენის მცდელობა აქამდეც ჰქონდათ, თუმცა „არსენალმა“ 25-მილიონიანი შემოთავაზება უარით გაისტუმრა.

სმიტ-როუმ განვლილ სეზონში 37 მატჩში 7 გოლი და 7 საგოლე გადაცემა მიითვალა.