ავტორიზაცია

ბარსელონას რადარზე ლორენცო ინსინიე მოხვდა

ბარსელონას რადარზე ლორენცო ინსინიე მოხვდა
თარიღი 22 ივნ 2021, 16:23

სერხიო აგუეროს და მემფის დეპაის ტრანსფერებით „ბარსელონა“ შეიძლება არ დაკმაყოფილდეს და ლორენცო ინსინიეს შეძენა სცადოს.

იტალიის ნაკრების ფეხბურთელს „ნაპოლისთან“ კონტრაქტი 2022 წლის ზაფხულამდე აკავშირებს და ჯეჯერობით, 30 წლის ფეხბურთელს თავის მშობლიურ გუნდთან ხელშეკრულება არ გაუხანგრძლივებია.

როგორც Marca იტალიურ გამოცემა Sportitalia-ზე დაყრდნობით წერს, „ბარსელონამ“ შესაძლოა ამ ზაფხულს ფეხბურთელის შედარებით დაბალ ფასად გადაბირება სცადოს, რადგან „ნაპოლის“ გაისად მისი უფასოდ დაკარგვა ნამდვილად არ სურს.

ინსინიეს სხვადასხვა კლუბები უკვე დაუკავშირდნენ და ტრანსფერისკენ პირველი ნაბიჯების გადადგმა სცადეს, თუმცა თავად ფეხბურთელი ევრო 2020-ს დასრულებამდე დაცდას ამჯობინებს, რადგან მისი სახელფასო მოთხოვნები შესაძლოა ამ ტურნირის დასრულების შემდეგ საგრძნობლად გაიზარდოს.

„ნაპოლის“ ფორვარდმა კლუბის მაისურით 397 ოფიციალურ მატჩში 109 გოლი გაიტანა.