ავტორიზაცია

"VAR რომ ყოფილიყო, დამიჭერდნენ", - მარადონას ყველა დროის საუკეთესო პერფომანსს და "ღმერთის ხელს" 35 წელი შეუსრულდა

თარიღი 22 ივნ 2021, 16:34

2018 წლის მუნდიალის დაწყების წინ, დიეგო არმანდო მარადონას ფრანგული ფეხბურთის ლეგენდა, რობერტ პირესი ართმევდა ინტერვიუს და მის მიერ 1986 წელს ჩატარებული მატჩი გაიხსენა.

1986 წლის, მექსიკაში მიმდინარე მუნდიალზე დიეგო არმანდო მარადონამ ყველა დროის საუკეთესო პერფომანსი დადო და თავისი კარიერის ორი ყველაზე ცნობილი გოლი გაიტანა. ერთმა ყველას თავი სოლო-რეიდით და სილამაზით დაამახსოვრა, მეორემ კი იმით, რომ ლეგენდამ ის ხელით გაიტანა.

იმ დღეს, რეფერიმ ალი ბინ ნასარმა გოლი ჩათვალა. პირესის შეკითხვა კი ასეთი იყო: „თქვენი აზრით, რა მოხდებოდა ინგლისი - არგენტინის მატჩში 86-ში, VAR-ი რომ ყოფილიყო?“

„დამიჭერდნენ! იმიტომ, რომ 80 000 ადამიანის წინაშე მოპარვა არ შეიძლება.“ - უპასუხა ირონიულად არგენტინელმა. 

„რა 80 ათასი? მთელი მსოფლიოს წინაშე!“ - უპასუხა პირესმა და დამადებითად ჰკითხა: „რომელი ხელი იყო, მარცხენა?“ მარადონამ მარცხენა ხელი ასწია და უთხრა: „კი, ეს იყო!“

ცნობისთვის, რუსეთში გამართულ მუნდიალზე ფეხბურთში ასეთ დონეზე პირველად იყო გამოყენებული ვიდეორეფერი.

დღეს, 2021 წლის 22 ივნისს, ამ გოლს ზუსტად 35 წელი შეუსრულდა...