ავტორიზაცია

რობერტო მარტინესი: "აზარით კმაყოფილი ვარ", - უკანასკნელად როდის ითამაშა აზარმა სრული 90 წუთი?

რობერტო მარტინესი: "აზარით კმაყოფილი ვარ", - უკანასკნელად როდის ითამაშა აზარმა სრული 90 წუთი?
თარიღი 22 Jun 2021, 17:11

ბელგიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, რობერტო მარტინესმა, ედენ აზარი შეაქო.

გუშინ, აზარი ბელგიის ნაკრების სასტარტო შემადგენლობაში დაბრუნდა და 2019 წლის ნოემბრის შემდეგ პირველად, მოედანზე სრული 90 წუთის ჩატარება მოახერხა. მისმა გუნდმა კი ფინეთს 2:0 მოუგო.

„აზარი აქტიურად მოქმედებდა, კარგად იხსნებოდა. ის შეტევის მთელ ფრონტზე თამაშობდა და ამას კარგადაც აკეთებდა.

ახლა, მისგან საფირმო პასებს და დარტყმებსაც უნდა ველოდოთ. მისი სათამაშო დონით ძალიან კმაყოფილი ვარ.“ - ციტირებს მარტინესის სიტყვებს უეფას პრესსამსახური.

შეგახსენებთ, რომ ბელგია 1/8-ფინალში გავიდა ისე, რომ ჯგუფურ ეტაპზე თავისი სამივე მატჩი მოიგო - 7 გოლი გაიტანა და საკუთარ კარში მხოლოდ 1 მიიღო.